გია ვოლსკი ნინო ლომჯარიას განცხადებას ეხმაურება

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი სახალხო დამცველის - ნინო ლომჯარიას დღევანდელ განცხადებას პასუხობს. 

მისი თქმით, სახალხო დამცველი არის „ნაცდამცველი" და ამ სახელს ის მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ჩამოიშორებს.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალური ქსელით გამოეხმაურა. 
"არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისა და გასაბჭოებოდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა და ოპოზიციის ლიდერის დაპატიმდება" - წერს ლომჯარია. 

გია ვოლსკი: ნინო ლომჯარია სახალხო დამცველი კი არა, "ნაცდამცველია" და ამ სახელს მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ჩამოიშორებს

„ჯობს, ნინო ლომჯარიამ ემოციურ შეძახილებს თავი დაანებოს და ვითარება სამართლებრივად შეაფასოს, - რამდენად დაცული იყო ადამიანის უფლებები, როცა ნიკა მელიას აკავებდნენ; გადააჭარბა თუ არა პოლიციამ ძალას“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ სახალხო დამცველის - ნინო ლომჯარიას დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, სახალხო დამცველი არის „ნაცდამცველი" და ამ სახელს ის მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ჩამოიშორებს.

„სწორია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება, ამაზეც კი შეუძლია იმსჯელოს, მაგრამ რა იყო სამარცხვინო, მე უკეთ ვიცი!  სამარცხვინოა, როცა ადამიანებს პირდაპირ ეთერში დედას აგინებენ, პრეზიდენტს ისეთი სიტყვებით ამკობენ, რაც მთელი საზოგადოებისთვის არის გამოწვევა და ამაზე სახალხო დამცველი დუმს", - განაცხადა ვოლსკიმ.

 

ცნობისთვის: ომბუდსმენმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს - საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისა და გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე - როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა და ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება.

https://postv.media/news/5794/gia-volski-nino-lomjaria-sakhalkho-damcveli-ki-ara-nacdamcvelia-da-am-sakhels-mteli-ckhovrebis-mandzilze-ver-chamoishorebs-

არაფერი ამაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს - ლომჯარია მელიას დაკავებაზე

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ეხმაურება.

"არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისა და გასაბჭოებოდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა და ოპოზიციის ლიდერის დაპატიმდება, რასაც აუცილებლად მოყვება საბჭოთა საქართველოს მსგავსად დასავლური სამყაროსგან საქართველოს გაუცხოება და დაშორება. ალბათ, ესეც არის მიზანი... საკუთარი მოქალაქეების მიმართ სიძულვილით დაბრმავებულ ხელისუფალს ძალის დემონსტრირება ჰგონია წარმატება, ამ დროს კი 1 ვაქცინაც არაა შემოტანილი ქვეყანაში, ფასები ძვირდება და ხალხი შიმშილის ზღვარზეა", - დაწერა ნინო ლომჯარიამ. 

შეგახსენებთ, რომ სპეცრაზმმა ნიკა მელია ენმ-ს ოფისში ძალის გამოყენებით დააკავა.

https://mtavari.tv/news/33413-araperi-amaze-samartskhvino-ar-sheidzleba