ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებას ირაკლი ღარიბაშვილი და მამუკა მდინარაძე გამოეხმაურნენ

საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისმა არაერთი განცხადება გააკეთა. მისი განცხადებების ადრესატი, ძირითადად, მმართველი გუნდია. 

ის ხელისუფლებას მოუწოდებს შეწყვიტოს ნიკა მელიას დევნა. 

"დემოკრატიულ სამყაროში ვინც არ ითვალისწინებს პრინციპებს და აპატიმრებს ლიდერებს, მოგვიწევს სანქციების დაწესება. ვიმედოვნებ, მთავრობა პასუხისმგელობით მოიქცევა" - განაცხადა პავილიონისმა. 

მის განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი და "ქართული ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურნენ. 

ღარიბაშვილის თქმით, არავის აქვს უფლება, გაუგებარი და უსამართლო განცხადებებით მოგვიწოდოს. 

მდინარაძე კი აცხადებს, რომ პავილიონისმა შემდეგი ფრაზა თქვა - "თქვენ უკვე დაკარგეთ ტერიტორიები და ახლა იმედს კარგავთ". 

მისი აზრით, ასეთი განცხადებების გაკეთება მიუღებელია. 

ირაკლი ღარიბაშვილი პავილიონისის განცხადებაზე: „არავის აქვს უფლება, მოგვიწოდოს გაუგებარი, უსამართლო განცხადებებით"

„არავის აქვს უფლება, მოგვიწოდოს გაუგებარი, უსამართლო განცხადებებით“, - ასე უპასუხა საპარლამენტო ტრიბუნიდან პრემიერ- მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის - ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებას.

„ეს არის ყოვლად მიუღებელი სუვერენული, თავმოყვარე ქვეყნისთვის. მოვუწოდებ ამ ადამიანს და მის მეგობრებს დესტრუქციული ძალებიდან, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაამთავრონ ასეთი განცხადებები. აბსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს ამ ადამიანის განცხადებები ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. ამ ადამიანს შევახსენებ, რომ ჩვენი გუნდი არჩეულია ჩვენი მოსახლეობის მიერ და იმისთვის გამოგვიცხადეს ნდობა, რომ  გავაგრძელოთ ქვეყნის მართვა“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

 

ცნობისთვის: ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა: „თქვენ უკვე დაკარგეთ ტერიტორიები და ახლა იმედს კარგავთ“.

https://postv.media/news/5766/irakli-gharibashvili-pavilionisis-ganckhadebaze-aravis-aqvs-ufleba-mogvitsodos-gaugebari-usamartlo-ganckhadebebit-

აბსოლუტურად მიუღებელია თუ ოკუპირებულ ტერიტორიებს ვინმე დაკარგულად მოიხსენიებს - მამუკა მდინარაძე პავილიონისის განცხადებაზე

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი დღეს ფრაქცია "ქართული ოცნების" ლიდერმა გააკრიტიკა.

მამუკა მდინარაძე ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადების იმ ნაწილს გამოეხმაურა, სადაც მისი მტკიცებით, პავილიონისმა შემდეგი ფრაზა თქვა - "თქვენ უკვე დაკარგეთ ტერიტორიები და ახლა იმედს კარგავთ".

მდინარაძის თქმით, ხელისუფლებისთვის მიუღებელია ასეთი განცხადებები, განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარი ეხება ქვეყნის ოკუპირებულ ნაწილს.

"რბილად რომ ვთქვათ, უცნაური და გასაკვირია ჩვენი ლიეტუველი კოლეგის, კონკრეტული ადამიანის განცხადებები და ბოლოს აღმოჩნდა მის განცხადებებში ასეთი ფრაზაც იყო, რომ "თქვენ უკვე დაკარგეთ ტერიტორიები და ახლა იმედს კარგავთ". აბსოლუტურად მიუღებელია მსგავსი განცხადებები, ტერიტორიების ოკუპაცია არის ჩვენი მთავარი ტკივილი და აბსოლუტურად მიუღებელია თუ ამ ოკუპირებულ ტერიტორიებს ვინმე დაკარგულად მოიხსენიებს," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

https://rustavi2.ge/ka/news/191070

"ვინც არ ითვალისწინებს დემოკრატიის პრინციპებს, მოგვიწევს სანქციების დაწესება" - პავილიონისისა და ოპოზიციის შეფასებები

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი, ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არაა მზად მოლაპარაკებებისთვის, განსხვავებით ოპოზიციისგან. 

"შეუძლებელია წარმართო მოლაპარაკებები, როდესაც ოპოზიციის ლიდერი გყავს დაპატიმრებული... მივესალმები მთავრობის გადაწყვეტილებას, თუ ნიკა მელიას დევნა შეწყდება... მე საქართველოს გულშემატკივარი ვარ და ყოველთვის ვიბრძოლებ მისი ინტერესებისთვის. დემოკრატიულ სამყაროში ვინც არ ითვალისწინებს პრინციპებს და აპატიმრებს ლიდერებს, მოგვიწევს სანქციების დაწესება. ვიმედოვნებ, მთავრობა პასუხისმგელობით მოიქცევა. ახლა გაქვთ შანსი, ევროკავშირის წევრი გახდეთ", - ამბობს პავილიონისი. 

ოპოზიციის შეფასებით, "ოცნება" ღარიბაშვილის ხელით 30-წლიანი მონაპოვარის გაუფასურებას აპირებს. 

თავის მხრივ, მმართველი პარტიის წევრი, მიხეილ სარჯველაძე, ამბობს, რომ "ოცნებამ" ყველა კონსტრუქციული შეთავაზება გააკეთა და ახლა ჯერი ოპოზიციაზეა".

https://mtavari.tv/news/33250-vints-ar-itvaliscinebs-demokratiis-printsipebs