მამუკა მდინარაძე სააკაშვილის განცხადებას სპეცრაზმელების ოჯახებთან სტუმრობის შესახებ, მუქარას უწოდებს

"გმირ პოლიციელებს ვერც დაემუქრება ვინმე და ვერც შეაშინებს," - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ"ტვ პირველის"ეთერში გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ სპეცრაზმელების ოჯახებში უნდა მივიდნენ, თითოეული მათგანის მისამართი უნდა იყოს ცნობილი, დაელაპარაკონ დედებს, მამებს და უთხრან, რომ თავის შვილებს აუწიონ ყური და სახლში წაიყვანონ.

მდინარაძემ დასძინა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი, იმუქრება, მაგრამ ქართული სახელმწიფო არის შემდგარი და მუქარის არავის ეშინია.

სპეცრაზმელები დოქსოპულოები არიან, დედა და მამა არ ყავთ თუ რა?!, უნდა მივიდეთ მათ დედასთან და მამასთან, თავის შვილებს აუწიონ ყური და სახლში მოიყვანონ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, უნდა იმუშონ პოლიციასა და სპეცრაზმთან. მივიდნენ მათ სახლებში და იცოდნენ ყველას მისამართი.

„სპეცრაზმელები დოქსოპულოები არიან, დედა და მამა არ ყავთ თუ რა?! უნდა მივიდეთ მათ დედასთან და მამასთან, თავის შვილებს აუწიონ ყური და სახლში მოიყვანონ. ისინი ხომ საქართველოს დანგრევასა და განადგურებას ემსახურებიან?! მათი ლოზუნგი - „ვემსახურები საქართველოს“, უკვე სასაცილოდ ჟღერს!

უნდა ველაპარაკოთ მათ დედებს, მამებს, მასწავლებლებს. უნდა მივიდეთ მათ სახლებში. თითოეული მათგანის მისამართი უნდა იყოს ცნობილი. ამაზე ჩვენ ვმუშაობთ, რომ თითოეულის მისამართი იყოს. ერთხელ უკვე ტელეფონები გამოვაქვეყნეთ. თითოეულის მისამართი უნდა იყოს ცნობილი. ყველას უნდა დაველაპარაკოთ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

 

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/422465459027275

მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე: გმირ პოლიციელებს ვერც დაემუქრება ვინმე და ვერც შეაშინებს

გმირ პოლიციელებს ვერც დაემუქრება ვინმე და ვერც შეაშინებს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე საუბრისას თქვა.

„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი, ყველაზე მარგინალური ლიდერი ქართული ოპოზიციისა, კვლავ იმუქრება, მაგრამ ქართული სახელმწიფო არის შემდგარი და მისი მუქარის არავის ეშინია. მას საუბედუროდ 9 წელი ჰქონდა იმისთვის, რომ მუქარა საქმეში გადაეზარდა და ეს სახადი ქართულმა საზოგადოებამ და სახელმწიფომ უკვე მოიხადა და საბედნიეროდ, მას აღარასდროს მიეცემა საშუალება, რომ იგივე გააკეთოს, რასაც თავისი მმართველობის პერიოდში აკეთებდა.

მადლობა უნდა ვუთხრათ იმ ადამიანებს, რომლებიც მისი მუქარის სუბიექტები ხშირად ხდებიან და ადამიანებს, რომლებიც ყველას უსაფრთხოებას იცავენ. სამწუხაროდ, ყოფილი მთავარსარდალი ამ ადამიანებს ემუქრება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა „სპეცრაზმელები დოქსოპულოები არიან, დედა და მამა არ ყავთ თუ რა?!, უნდა მივიდეთ მათ დედასთან და მამასთან, თავის შვილებს აუწიონ ყური და სახლში მოიყვანონ“.

https://imedinews.ge/ge/politika/187415/mamuka-mdinaradze-mikheil-saakashvilis-gantskhadebaze-gmir-politsielebs-verts-daemuqreba-vinme-da-verts-sheashinebs