ნიკა მელია სასამართლო პროცესს ოფისიდან ადევნებს თვალს - თალაკვაძის აზრით, ლიდერის მხრიდან მსგავსი ქმედება საზოგადოების მოტყუებაა

სასამართლო ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებაზე მსჯელობს – ნიკა მელია პროცესს არ ესწრება და ოფისიდან ადევნებს თვალს. 

მელიას გადაწყვეტილებას დარჩენილიყო ოფისში, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, მელია ამბობდა, რომ ყველა ბორკილს მოიწყვეტს, თავს გაითავისუფლებს, დღეს კი ოთახში ჩაიკეტა. 

"ჩემი აზრით, ლიდერის მხრიდან ეს არის არათანმიმდევრული მოქმედება, ეს არის ზუსტად ორმაგი სტანდარტი და საზოგადოების მოტყუება" - განაცხადა თალაკვაძემ. 

ნიკა მელია სასამართლო პროცესს არ დაესწრება

დააკამყოფილებს თუ არა ნინო ჩახნაშვილი პროკურატურის მოთხოვნას, რამდენიმე საათში გაირკვევა. მანამდე ცნობილია, რომ პოლიტიკურად დევნილი ნიკა მელია სასამართლო პორცესს არ დაესწრება.

სამოქალაქო აქტივისტების შეფასებით, პოლიტიკური პროცესების გამწვავების საკითხი ახლა მოსმართლეზეა დამოკიდებული.ოპოზიციის განცხადებით კი, ნიკა მელიას საქმე ახალი ეროვნული მოძარიობის დასაბამი ხდება.

შეგახსენებთ, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს, 16:00 საათზე ჩაინიშნა. 

https://mtavari.tv/news/32640-nika-melia-sasamartlo-protseshttps://mtavari.tv/news/32640-nika-melia-sasamartlo-protsess-ar-daescrebas-ar-daescreba

არჩილ თალაკვაძე ნიკა მელიაზე: ამბობდა, რომ ყველა ბორკილს მოიწყვეტს, თავს გაითავისუფლებს, დღეს კი ოთახში ჩაიკეტა - სირცხვილია

არჩილ თალაკვაძის თქმით, ის ქმედებები, რასაც ახლა საზოგადოება ხედავს ნიკა მელიას მხრიდან, სირცხვილია. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ის ოთახში ჩაიკეტა და უფრო მეტად შეიზღუდა საკუთარი თავისუფლება.

„ნიკა მელიამ საჯარო მიტინგზე მოიხსნა სამაჯური და ის გადაუგდო ხალხს. მაშინ გააკეთა განცხადება, რომ სამაჯური უჭერდა მის თავისუფლებას, მის პოლიტიკურ ლიდერობას, მან თქვა რომ ის აღარ ემორჩილება სახელმწიფოს, კანონებს და იმ გადაწყვეტილებებს, რაც მასთან მიმართებაში აქვს მართლმსაჯულებას. დღეს, სანამ ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება სასამართლოს, ის გამაგრდა საკუთარ ოთახში და რაზეც ხალხს ეუბნებოდა, რომ მიუღებელია, იმას აკეთებს თავისი ნებით. ჩაიკეტა ოთახში და უფრო მეტად შეიზღუდა საკუთარი თავისუფლება.

ჩემი აზრით, ლიდერის მხრიდან ეს არის არათანმიმდევრული მოქმედება, ეს არის ზუსტად ორმაგი სტანდარტი და საზოგადოების მოტყუება. სირცხვილია, რასაც ჩვენ ვხედავთ. ერთ შემთხვევაში ის გაგულისებული იყო და ამბობდა, რომ ყველა ბორკილს მოიწყვეტს, თავს გაითავისუფლებს, რომ დღეიდან ის არის ლიდერი, რომელიც სათავეში უდგას ოპოზიციურ რეაქციულ მოძრაობას. დღეს კი ვნახეთ, რომ სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, თვითონ ჩაიკეტა თავი ოთახში, ფაქტიურად, სამაჯურზე მეტი შეზღუდვა თავად დაუწესა საკუთარ თავს. ასეთი ტიპის ლიდერთან გვაქვს ჩვენ საქმე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი 17 თებერვალს შეუჩერა.

„ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი. თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.

სასამართლოს მიერ განსაზღვრული გირაოს გადახდის ვადის გასვლის შემდეგ მელიას მიეცა დამატებითი ვადა გირაოს უზრუნველსაყოფად, თუმცა ბრალდებულმა არც დამატებით მიცემულ ვადაში არ შეასრულა სასამართლოს განჩინებით დაკისრებული ვალდებულება და გირაოს თანხა არ გადაიხადა.

https://imedinews.ge/ge/politika/187219/archil-talakvadze-nika-meliaze-ambobda-rom-kvela-borkils-moitskvets-tavs-gaitavisuplebs-dges-ki-otakhshi-chaiketa--sirtskhvilia