ანრი ოხანაშვილი განმარტავს, რატომ არ მიეცათ ნიკა მელიას ადვოკატებს საკომიტეტო სხდომაზე დასწრების უფლება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ნიკა მელიას ადვოკატებს საპროცედურო და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დასწრებასთან დაკავშირებით, სადაც მათი დაცვის ქვეშ მყოფისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხი განიხილება, კომიტეტისთვის ოფიციალურად არ მიუმართავთ. 

ადვოკატები კი აცხადებენ, რომ მათ სხდომაზე დასწრების სრული უფლება ჰქონდათ. 

ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რატომ არ მიეცათ ნიკა მელიას ადვოკატებს საკომიტეტო სხდომაზე დასწრების უფლება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რატომ არ იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატები საპროცედურო და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მათი დაცვის ქვეშ მყოფისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხი განიხილება.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კომიტეტში ოფიციალური მიმართვა ნიკა მელიას ადვოკატების დასწრებასთან დაკავშირებით არ მიუღიათ.

„კომიტეტს არ აქვს სასამართლოს კომპეტენცია, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეებს მოუსმინოს. ამასთან, კომიტეტს არანაირი ოფიციალური განცხადება ან მომართვა არ მიგვიღია ვინმეს მონაწილეობასთან დაკავშირებით. ჩვენთვის შემდგომ გახდა ცნობილი, რომ ადვოკატები აპირებენ დასწრებას და მგონი, მოსულიც იყვნენ. ეს ინფორმაცია შემდგომ გახდა ცნობილი, თუმცა ოფიციალური მიმართვა კომიტეტში არ შემოსულა არც გუშინ, რომ ვინმეს სურდა დასწრება. ეს ერთი და მეორე, ჩვენ სასამართლო არ ვართ, რომ დაცვის და ბრალდების მხარეებს მოვუსმინოთ, შემდგომ სიღრმეებში შევიდეთ და საქმის მასალები მოვითხოვოთ. ეს გამოიწვევდა სასამართლოს კომპეტენციაში შეჭრას, რისი კომპეტენციაც და უფლებამოსილებაც კომიტეტს არ გააჩია.

ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გაწერილი უფლებამოსლება და წინა შემთხვევაშიც, როდესაც ნიკანორ მელიას საკითხი განიხილებოდა კომიტეტების ფარგლებში, მაშინაც არავის დაუსვამს ადვოკატების დასწრების მოთხოვნა. ჩვენ ველოდებით პარლამენტის ყველა წევრს და კარი ღიაა ყველასთვის, ვინაიდან ეს უფლებამოსილება ეკუთვნით პარლამენტის წევრებს, რომ შეამოწმონ წინადადების საფუძვლიანობა. ჩვენ ამისი სრული ბერკეტი გვაქვს და რეგლამენტით განსაზღვრულია, რომ ამას წარმოადგენს გენერალური პროკურორის მიერ, შესაბამისი, სათანადო წარმოდგენილი პირი.

ჩვენ გვაქვს სრული უფლებამოსილება და შესაძლებლობა, რომ რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურით ვისარგებლოთ, გავყვეთ ამ პროცედურას და შემდგომ გადავწყვიტოთ, მივცეთ თუ არა შესაძლებლობა, დაცვამ და ბრალდებამ სასამართლოში სამართლებრივად იმსჯელონ. გთავაზობთ, გამოვიყენოთ ეს პროცედურა, რისი უფლებაც გვაქვს და თუ სხვა ოპოზიციონერი დეპუტატებიც შემოგვიერთდებიან, რომლებიც საბოტაჟის რეჟიმში არიან, მათაც მიეცემათ სრულად, ყველა შეკითხვის დასმის უფლებამოსილება და თუ ამის მიუხედავად, მივალთ ჩვენ იმ დასკვნამდე, რომ არ გვაქვს საკმარისი საფუძველი, რომ წინადადებაზე გადაწყვეტილება მივიღოთ, შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება, გვჭირდება ვინმეს ახსნა-განმარტება დამატებით, თუ არა“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ამ წუთებში, საპროცედურო და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხი განიხილება.

პარლამენტში ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებენ.

„პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გირაოს გადახდას არ ვაპირებ“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია. პროკურატურამ პარლამენტს მის დასაპატიმრებლად შუამდგომლობაზე თანხმობა სთხოვა. 

https://imedinews.ge/ge/politika/186904/anri-okhanashvilma-ganmarta-ratom-ar-mietsat-nika-melias-advokatebs-sakomiteto-skhdomaze-dastsrebis-upleba

ნიკა მელიას ადვოკატებზე საშვი არ დაუშვეს - "ნარატივი, რომ გირაო არ გადაიხადა, სიცრუეა"

საკანონმდებლო ორგანოში ნიკა მელიას ადვოკატების არშეშვებას ხმაური მოყვა. ადგილზე აქტივისტები და მელიას ადვოკატები იმყოფებიან.

ნიკა მელიას უფლებადამცველები აცხადებენ, რომ იურიდიული საკომიტეტო მოსმენა ფორმალურია, თუმცა "ოცნება" უხერხულ კითხვებს თავს არიდებს.

"სრული უფლება გვაქვს დავესწროთ სხდომაზე და დავსვათ ის კითხვები, რომელიც საზოგადოებას აქვს. მთავარი შეკითხვა არის, რა არის საფუძველი, რის გამოც გამოიყენებენ, ნიკა მელიას დაპატიმრებას. ამისთვის აუცილებელია იყოს მიმალვა, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და მტკიცებულების განადგურება. მომზადებულ კითხვებს ახლა ჟურნალისტებს გადმოგცემთ. ავითარებენ ნარატივს, რომ მელიამ გირაო არ გადაიხადა, რაც არის სიცრუე",- აცხადებს ნიკა მელიას ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 16 თებერვალს ერთპარტიული პარლამენტი ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის პროცედურას დაიწყებს. "ქართულ ოცნებას" პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული აქვს,  რაც იმას ნიშნავს, რომ მელიას სადეპუტატო იმუნიტეტს კიდევ ერთხელ მოუხსნის და პროკურატურას მის დასაკავებლად გზას გაუხსნის.

https://mtavari.tv/news/32492-nika-melias-advokatebze-sashvi-ar-daushves