ოპოზიცია აცხადებს, რომ გავრილოვმა ხელისუფლებას დავალება მისცა - მმართველი გუნდის წარომადგენლები მიიჩნევენ, რომ გავრილოვის ქმედებები ნაცმოძრაობის ინტერესებს ემთხვევა

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი გავრილომა "მთავარ არხთან" განაცხადა, რომ ნიკა მელიას არა მასზე თავდასხმის გამო, არამედ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის აკავებენ და მისი აზრით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მიზნად ისახავდა სააკაშვილის მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას. 

ეს განცხადება ნიკა მელიამ გავრილოვის მიერ "ქართული ოცნებისთვის" პოლიტიკური დავალების მიცემად შეაფასა. 

განსხვავებული მოსაზრება აქვთ მმართველი პარტიის ლიდერებს.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ გავრილოვი ყოველთვის მაშველ რგოლად ევლინება "ნაციონალურ მოძრაობას".

გიორგი ვოლსკი კი "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ გავრილოვის ქმედებები და ნაცმოძრაობის ინტერესებია ერთმანეთს ემთხვევა. 

განცხადებას ეკონომიკის ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილიც გამოეხმაურა. 

"როგორც ჩანს რუსებმა გადაწყვიტეს დიაგონალური პასი ჩააწოდონ ჩვენს ოპოზიციას, და ნიკანორ მელიას საგოლედ პირდაპირ მელოტ თავზე დაასვან ბურთი გოლის გასატანად. სწორედ ამას ემსახურება გავრილოვის ოპერატიული გამოხმაურება დღეს ოპოზიციური ტელეარხებით, და მის მიერ "ქართული ოცნების" ქმედებების "ქება" - წერს მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში. 

"ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა" - გავრილოვი მელიასგან ბოდიშს ითხოვს 

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი კომუნისტური პარტიიდან, სერგეი გავრილოვი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის"  წევრს, ნიკა მელიას არა მასზე თავდასხმის გამო, არამედ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის აკავებენ.

სერგეი გავრილოვი მელიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს:

მე ვიცი, რომ 2019 წლის ზაფხულში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო და თუ ნიკა მელიას აკავებენ, ეს ჩემზე თავდასხმის გამო არ არის. ეს არის უბრალოდ საბაბი, რომ გადატრიალება გაემართლებინათ. მე არ მაქვს საშუალება, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებს თვალი ვადევნო, მაგრამ ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების კარგად დაგეგმილი მცდელობა და მიზანი იყო ხელისუფლების ხელში ჩაგდება სააკაშვილის მიერ",-თქვა გავრილოვმა "მთავართან" 

გავრილოვის განცხადებას საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც ამბობს, რომ კომუნისტი დეპუტატის პირითმ ქართულმა ოცნებამ მორიგი პოლიტიკური დავალება მიიღო რუსეთისგან .

https://mtavari.tv/news/32430-es-iqo-sakhelmcipo-gadatrialebis-mtsdeloba

მდინარაძე: "როგორ ხდება, რომ ეს გავრილოვი ყოველთვის მაშველ რგოლად ევლინება "ნაციონალურ მოძრაობას"

საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე  რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის განცხადებას "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

 

"ისე მე დავფიქრდებოდი, როგორ ხდება, რომ ეს გავრილოვი ყოველთვის მაშველ რგოლად ევლინება ნაცმოძრაობას და მათ "პატრიოტ" ლიდერებს. მით უმეტეს მათ ტელევიზიებში მათთვისვე ძალიან სასურველი "ვორდინგით"...",- წერს მდინარაძე.

https://postv.media/news/5652/%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0-%E1%83%AE%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A-%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%94%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AB%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1

გიორგი ვოლსკი: თუ რაიმე ემთხვევა ერთმანეთს, ეს გავრილოვის ქმედებები და „ნაცმოძრაობის“ ინტერესებია

„თუ რაიმე ემთხვეოდა და ემთხვევა ერთმანეთს ეს გავრილოვის ქმედებები და „ნაცმოძრაობის“ ინტერესებია“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი Facebook-ზე წერს.

„აქ ზოგიერთი „ჟურნალისტი“ მეკითხება, რა კომენტარს გავაკეთებდი გავრილოვის მიერ ოპოზიციის კრიტიკაზე და თურმე ჩვენი პოზიცია მის „ნარატივს“ იმეორებს. საოცარია, რომ ხალხის უმეცრობის იმედი აქვთ და სულ ტყუილად! თუ რაიმე ემთხვეოდა და ემთხვევა ერთმანეთს ეს გავრილოვის ქმედებები და ნაცმოძრაობის ინტერესებია. მინიმალური პოლიტიკური წონის მქონე დუმის დეპუტატის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ჩახტომა თუ ვინმეს ინტერესებს არ პასუხობდა, ეს მმართველი პარტიაა და თუკი ვინმეს დღეს მისი კრიტიკა აძლევს ხელს ეს „ნაცკლასტერია“. მარტივია“... - წერს გიორგი ვოლსკი.

„სიცრუე რომელიც იღვრება 20 ივნისის მოვლენების ინტერპრეტირებისას იღვრება ნიკა მელიას მიერ, ადასტურებს, რომ სიცრუის ხარჯზეც ცდილობენ შელახონ საქართველოს იმიჯი მისი მეზობლების თვალში“, - ეს განცხადება დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა.

სერგეი გავრილოვის განცხადებას ნიკა მელიამ სპეციალური ბრიფინგით უპასუხა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ ესაა მკაფიო ხაზი, რომლის ერთ მხარესაც გავილოვია, მეორე მხარეს კი ქართველი ხალხი.

https://imedinews.ge/ge/politika/186840/giorgi-volski-tu-raime-emtkhveva-ertmanets-es-gavrilovis-qmedebebi-da-natsmodzraobis-interesebia

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: სერგეი გავრილოვის განცხადება ქართული ოპოზიციის მხარდაჭერაზე მეტყველებს

ეკონომიკის ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის განცხადებას ეხმაურება. ის რუსულ სპეცსამსახურების მიერ, ქართული ოპოზიციული პარტიების მხარდაჭერაზე საუბრობს.

"როგორც ჩანს რუსებმა გადაწყვიტეს დიაგონალური პასი ჩააწოდონ ჩვენს ოპოზიციას, და ნიკანორ მელიას საგოლედ პირდაპირ მელოტ თავზე დაასვან ბურთი გოლის გასატანად.

სწორედ ამას ემსახურება გავრილოვის ოპერატიული გამოხმაურება დღეს ოპოზიციური ტელეარხებით, და მის მიერ "ქართული ოცნების" ქმედებების "ქება". შესაშური სინქრონულობის მოწმენი ვართ.

ეს არის მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურების ოპერატიული მხარდაჭერა ოპოზიციის, რომელიც ვერ კრებს მათი დახმარების გარეშე ხალხის კრიტიკულ მასას ქუჩაში. ვერც რუსების დახმარება უშველის ამ ვითომ ოპოზიციას.

დასავლეთი, დარწუმებული ვარ, რომ საქმის კურსშია რასთან გვაქვს საქმე და სადამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა რუსეთის მხარდაჭერილმა ოპოზიციამ!"- წერს მჭედლიშვილი "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე.

 

ცნობისთვის:  გავრილოვმა „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა, ის სიცრუე, რომელიც ნიკა მელიას მიერ 20 ივნისის მოვლენების ინტერპრეტირებისას იღვრება, ადასტურებს, რომ სიცრუის ხარჯზე ცდილობენ საქართველოს იმიჯი მისი მეზობლების თვალში შელახონ.

https://postv.media/news/5651/%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%96-%E1%83%9B%E1%83%AD%E1%83%94%E1%83%93%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1