„სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“ „ტვ პირველს“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

„სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“ „ტვ პირველზე“ გასულ სიუჟეტს განცხადებით გამოეხმაურა. შპს ირწმუნება, რომ „ტვ პირველის“ სიუჟეტი შეთხზული ფაქტებითა და უსაფუძვლო ბრალდებებით იყო გაჯერებული. 

"ტვ პირველის" ინფორმაციით, შპს „სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფას“ არ შემდგარი ტენდერის გამო ჯარისთვის განკუთვნილი ერთჯერადი მოხმარების ჭურჭლის საკმარისი მარაგი არ გააჩნია. 

შპს კი აცხადებს, რომ ჯარის საჭირო ინვენტარით მომარაგება არც ერთი წუთით არ შეფერხებულა. 

„სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“: ჯარის საჭირო ინვენტარით მომარაგება არც ერთი წუთით არ შეფერხებულა

შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება.

„ტელეკომპანია „ტვ პირველის“ სიუჟეტი ჩვეულ სტილში, შეთხზული ფაქტებითა და უსაფუძვლო ბრალდებებით იყო შედგენილი. ამჯერად, ტელეკომპანიის მზარდი ინტერესის საგანი ერთჯერადი მოხმარების ჭურჭელი და მის შესყიდვასთან დაკავშირებული პროცედურები გახდა.

უპირველესად, ხაზგასასმელია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტენდერი არ შედგა, შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფას“ აქვს საკმარისი მარაგები და ჯარის საჭირო ინვენტარით მომარაგება არც ერთი წუთით არ შეფერხებულა.

ცხადია, ელემენტარული ლოგიკაც საკმარისია იმ ფაქტის გასააზრებლად, რომ ტენდერის მიმდინარეობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ შემსყიდველზე და შეუძლებელია კვებითმა კომპანიამ ტენდერის შედეგები წინასწარ განსაზღვროს. მით უფრო ამ ფაქტის „სისტემურ პრობლემად“ წარმოჩენა არა მხოლოდ აბსურდულია, არამედ შორს არის საღი აზრისგან და მხოლოდ ირონიას იწვევს. სწორედ მსგავსი შემთხვევების პრევენციისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია გადაუდებელი შესყიდვის მექანიზმი, რათა საჭიროებები სწრაფად და ეფექტურად იყოს უზრუნველყოფილი“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

https://imedinews.ge/ge/sazogadoeba/186419/sakhelmtsipo-kvebiti-uzrunvelkopa-jaris-sachiro-inventarit-momarageba-arts-erti-tsutit-ar-sheperkhebula

 თავდაცვის სამინისტროს კიდევ ერთი გაუაზრებელი გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ ჯარისკაცებს აზიანებს

იხ. სიუჟეტი ბმულზე: https://www.facebook.com/tvpirveli/videos/275940460563923