მამუკა მდინარაძე ნიკა მელიას განცხადებას, რომ ხელისუფლების დაკვეთით მის ნაცვლად გირაოს "მითიური პერსონა" გადაიხდის, სასაცილოს უწოდებს

ნიკანორ მელიას თქმით, სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ არსებობს პიროვნება, რომელიც მის მაგივრად გირაოს გადაიხდის. 

მამუკა მდინარაძე ნიკა მელიას განცხადებას სასაცილო უწოდა და დასძინა, რომ მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკით, როცა ბრალდებული არღვევს აღკვეთის ღონისძიების შედარებით მსუბუქ სახეს, მას უმძიმდება აღკვეთის ღონისძიება.

"მითიური პერსონა" გირაოს გადასახდელად - ნიკა მელიას საგანგებო განცხადება

ერთხელ და სამუდამოდ გაიგეთ, ნიკა მელია არ იხდის უკანონოდ დაკისრებულ თანხას , მორჩა და გათავდა- ნიკა მელიამ გირაოს შესახებ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა.

როგორც "ენმ"-ს თავმჯდომარე ამბობს, უკვე 2 დღეა სახელიფლებო მედია და "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული წყაროები ავრცელებენ ინფორმაციებს და სვამენ კითხვას, რომ არსებობს ადამიანი, რომელიც მის მაგივრად აპირებს გირაოს გადახდას.  

ნიკა მელიას თქმით, თუ აღმოჩნდება, რომ ვინმე, "მითიური პერსონა" რომელიც მის მაგივრად გირაოს გადაიხდის, მხილებული იქნება სუს-თან კავშირში.

დღეს მთელი დღის განმავლობაში, გუშინ საღამოდან მოყოლებული ოცნების სხვადასხვა წარმომადგენლებმა და მათზე ორიენტირებულმა მედიამ დაიწყო და პარტიის წევრებს, ეკითხებიან კითხვას, თითქოს არსებობს მითიური მოქალაქე, რომელიც ნიკა მელიას სასარგებლოდ გადაიხდის გირაოს - ამბობს ნიკა მელია.

ნიკა მელიამ დღეს "საქართველოს ბანკსაც" მიმართა. მისი ინფორმაციით, სწორედ ამ ბანკის ანგარიშზე უნდა ჩაირიცხოს გირაო, რომლის გადახდასაც ის არ აპირებს:

მინდა მივმართო საქართველოს ბანკ. თუკი მოხდება შესაბამის ანგარიშზე, ჩემს სასარგებლოს გირაოს გადახდა, ეს იქნება ჩემი უფლებების შელახვა და ეს იქნება კანონის დარღვევა და იმედია ამის მონაწილე არ გახდება ჩემთვის საპატივცემულო საქართველოს ბანკი." ამბობს ნიკა მელია

პროკურატურის მხრიდან, ნიკა მელიასთვის მიცემული ვადა ხვალ იწურება.  

https://mtavari.tv/news/31971-mitiuri-persona-giraos-gadasakhdelad-nika-melias

მამუკა მდინარაძე: სასაცილოა ნიკა მელიას და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სპექტაკლი, თითქოს გავრბივართ, რომ ვიღაც ადამიანი ვიპოვოთ, ვინც გირაოს თანხას შეიტანს

სასაცილოა ნიკა მელიას და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სპექტაკლი, თითქოს გავრბივართ, რომ ვიღაც ადამიანი ვიპოვოთ, ვინც გირაოს თანხას შეიტანს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომ თუ ბრალდებული არღვევს აღკვეთის ღონისძიების შედარებით მსუბუქ სახეს, მას უმძიმდება აღკვეთის ღონისძიება.

„არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომ თუ ბრალდებული არღვევს აღკვეთის ღონისძიების შედარებით მსუბუქ სახეს, მას უმძიმდება აღკვეთის ღონისძიება. საქართველოში გამონაკლისი არის მხოლოდ ის შემთხვევა, როდესაც ბრალდებულს შეფარდებული აქვს გირაოს გარკვეული რაოდენობა და ის უსახსრობის გამო ვერ ახერხებს გადახდას. ამ შემთხვევაში ქართული პროკურატურა, 2012 წლამდე არსებულისგან განსხვავებით, ცდილობს, არ დაუმძიმოს აღკვეთის ღონისძიება ბრალდებულს.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ასეთ სიტუაციასთან საქმე არ გვაქვს. არ გვაქვს ოსეთი გამამართლებელი გარემოება, რომელიც იქნება არგუმენტი არ დამძიმებისათვის.

სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე, საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა, რომ ბრალდებულს უმძიმდება აღკვეთის ღონისძიება. ეს თავად ძალიან კარგად იცის ნიკა მელიამ, ეს იციან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და ამიტომ დადგეს ეს სპექტაკლი, თითქოს ჩვენ გავრბივართ, რომ ვიღაც ადამიანი ვიპოვოთ, რომ შეიტანოს სახაზინო კოდზე, შესაბამის ანგარიშზე ნიკა მელიას თანხა. ეს სასაცილოა, პარადოქსია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გირაოს გადახდას არ ვაპირებ“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ასევე აღნიშნა, რომ ვრცელდება ხმები, თითქოს თანხის გადახდას „მითიური მოქალაქე“ აპირებს.

5 თებერვალს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ თუ ნიკა მელია გირაოს არ გადაიხდის, პროკურატურა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. გირაოს თანხის გადასახდელად დამატებითი ერთკვირიანი ვადა 12 თებერვალს იწურება.

https://imedinews.ge/ge/politika/186235/mamuka-mdinaradze-sasatsiloa-nika-melias-da-natsionaluri-modzraobis-liderebis-speqtakli-titqos-gavrbivart-rom-vigats-adamiani-vipovot-vints-giraos-tankhas-sheitans