უკრაინის ელჩის განცხადებას მიხეილ სააკაშვილი დაუსაბუთებელი ბრალდებით გამოეხმაურა

მას შემდეგ, რაც უკრანის ელჩმა, იგორ დოლგოვმა განაცხადა, რომ სააკაშვილის მოწოდებები დაუმორჩილებლობასთან და კანონსაწინააღმდეგო მანიფესტაციების გამართვასთან დაკავშირებით საქართველო-უკრაინის სტრატეგიული ურთიერთობების განვითარებას არ ეხმარება, მიხეილ სააკაშვილმა ელჩს მძიმე ბრალდება წაუყენა და "ღრმად კორუმპირებული" და "საბჭოთა ფუნქციონერი" უწოდა. 

უკრაინის ელჩი: მიხეილ სააკაშვილის განცხადებები საქართველო-უკრაინის სტრატეგიული ურთიერთობების განვითარებაში არ გვეხმარება

„სამწუხაროდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებები არ გვეხმარება ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობაზე დაფუძნებული ატმოსფეროს შენებასა და ორმხრივი ურთიერთობისა და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით“- ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ელჩის შეფასებით, დაუმორჩილებლობასთან და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისადმი მოწოდება არ ეხმარება საქართველო-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებს. იგორ დოლგოვი იმედს გამოთქვამს, რომ მიხელ სააკაშვილის განცხადებები ვერ დააზიანებს საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს.

„სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ მიწევს იმ პირთა მიერ გაკეთებული განცხადებებზე კომენტარის გაკეთება, რომელნიც პირდაპირ არ არიან ჩართულნი საქართველო-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებში. სამწუხაროდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებები არ გვეხმარება ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობაზე დაფუძნებული ატმოსფეროს შენებაში, ორმხრივი ურთიერთობისა და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით. ბუნებრივია, როგორც კონკრეტულ პირს, მას აქვს გამოხატვის უფლება. თუმცა ახლა, როდესაც პარლამენტსა და საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული სიტუაცია მეტ-ნაკლებად დარეგულირდა და ფოკუსირება სხვა, მეტად მნიშვნელოვან საკითებზე ხდება, ვინაიდან სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველო და უკრაინა კოვიდპანდემიის წინააღმდეგ იბრძვიან, ასეთი მოწოდებები დაუმორჩილებლობასთან და კანონსაწინააღმდეგო მანიფესტაციების გამართვასთან დაკავშირებით, ნამდვილად არ დაგვეხმარება. ეს არ დაეხმარება ქართველ ხალხს, მათ ერთიანობას და საქართველო-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებს. შესაბამისად, ვიმედოვნებ, რომ ერთი კონკრეტული პირის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი მოქალაქის ერთი კონკრეტული აზრი ვერ დააზიანებს ჩვენს მეგობრობას და ჩვენი ხალხების სურვილს, უფრო მეტად დაახლოებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვჭირდება ძლიერი და ერთიანი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად. ეს არის ჩვენი საერთო ინტერესი და მისწრაფება, ვიყოთ ძლიერნი და საიმედონი ერთმანეთისთვის“- განაცხადა იგორ დოლგოვმა.

ექსპრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეებს კიევიდან სოციალური ქსელით მოუწოდებს, დაარღვიონ კოვიდრეგულაციები და არ დაემორჩილონ კანონს. მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე დღის წინ თბილისში გამართულ აქციას ეხმაურება და წერს, რომ პროტესტი მასშტაბური უნდა გახდეს. ფესბუქ მიმართვით ყოფილი პრეზიდენტი მოქალაქეებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ კანონის აღსრულებას, კერძოდ ჯარიმების გადახდას მოსახლეობამ უარი უნდა უთხრას.

https://imedinews.ge/ge/politika/185780/ukrainis-elchi-mikheil-saakashvilis-gantskhadebebi-saqartveloukrainis-strategiuli-urtiertobebis-ganvitarebashi-ar-gvekhmareba

"ღრმად კორუმპირებული" და "საბჭოთა ფუნქციონერი" - მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ელჩზე

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უკრაინის ელჩს პასუხობს. მესამე პრეზიდენტმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც ის გამოეხმაურა უკრაინელი დიპლომატის იგორ დოლგოვის პოზიციას, რომელმაც განაცხადა, რომ სააკაშვილის განცხადებები არ ეხმარება საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას.

სააკაშვილი ელჩს "ღრმად კორუმპირებულსა" და "საბჭოთა ფუნქციონერს" უწოდებს. მისივე თქმით, მიაღწევს იმას, რომ მსგავსი ელჩები არ ჰყავდეს არც უკრაინას და არც საქართველოს.

"ვეუბნები მას, როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის მოქალაქეს. მიმაჩნია, რომ ის ღრმად კორუმპირებულია. მიმაჩნია, რომ უკრაინის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს და მე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ასეთი ელჩები არ ჰყავდეს არც უკრაინას და არც საქართველოში. მე ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან."

შეგახსენებთ გუშინ უკრაინის ელჩმა დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადება შეაფასა და თქვა, რომ სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებები არ ეხმარება ორ ქვეყანას ნდობაზე დაფუძნებული ატმოსფეროსა და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით.

https://rustavi2.ge/ka/news/189857