
ნიკა მელია დაკისრებული გირაოს გადახდას არ აპირებს - მმართველი გუნდი მელიას განცხადებას ეხმაურება
ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე განცხადა, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს, რომელიც მას 20 ივნისის საქმეზე აქვს შეფარდებული.
თუმცა, გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში მას დაკავება ემუქრება.
იხ. ბმული: https://mtavari.tv/news/31292-ar-gadavikhdi-ver-damichert-nika-melia
ის მიიჩნევს, რომ "ქართულ ოცნებას" "არავის დაპატიმრების თავი არ აქვს. "
იხ. ბმული: https://rustavi2.ge/ka/news/189462
ნიკა მელიას გადაწყვეტილებას გამოხმაურება მოჰყვა მმართვლი გუნდის მხრიდან.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, ნიკა მელიაზეა დამოკიდებული, დაუმძიმდება თუ არა აღკვეთის ღონისძიება.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე კი აცხადებს, რომ მელიას განცხადება ვაჟკაცობის გამოვლინება კი არაა, კანონისა და სახელმწიფოს უპატივცემულობაა.
ხოლო ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს: "ნუ შეეცდებით პოლიტიკური სარჩულისა და მელიასთვის ჯერ პოლიტიკური შეხედულებებისთვის წამებულისა და შემდგომში პოლიტპატიმრის (თუ მას დააკავებენ) მანტიის მოსხმას." მისი თქმით, კანონი უნდა აღსრულდეს.