საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გელა კვაშილავა და შსს "ტვ პირველს" დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ

საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გელა კვაშილავა და შსს "ტვ პირველის" გადაცემში "ნოდარ მელაძის შაბათი" გასულ სიუჟეტს ეხმაურებიან. 

მედეასაშუალებამ სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის ათეულის მეთაური გელა კვაშილავა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გადატანაში დაადანაშაულა. 

კვაშილავა აცხადებს, რომ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის ტელეკომპანიას სასამართლოში უჩივლებს. 

შსს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი ნინო გიორგობიანი კი აცხადებს, რომ მიუხედავად უწყების მხრიდან ფაქტის უარყოფისა, სიუჟეტი მაინც მტკიცებით ფორმაში გავიდა და დასძენს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ტელევიზიები ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ. მან რამოდენიმე მსგავსი მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ დეზინფორმაციის გავრცელება ემსახურება შსს-ზე, როგორც სახელწიფო ინსტიტუტზე თავდასხმას.

ნინო გიორგობიანი: პოლიციის დისკრედიტაციის მიზნით ცრუ ინფორმაციის გავრცელება შსს-ზე როგორც სახელმწიფო ინსტიტუტზე მიზანმიმართული თავდასხმაა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი ნინო გიორგობიანი სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ პოლიციელებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ეხმაურება.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გიორგობიანმა აღნიშნა,  მედიასაშუალებების მხრიდან შსს-ზე როგორც  სახელმწიფო ინსტიტუტზე ამგვარი თავდასხმა საზოგადოების ნდობის შესუსტებასა და პოლიციელთა ღირსების შელახვას ემსახურება.

მისი ინფორმაციით, ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის ათეულის მეთაური - გელა კვაშილავა პირდაპირ დაადანაშაულა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გადატანაში, გამოაქვეყნა მისი სურათი და, მიუხედავად იმისა, რომ უწყებამ ეს ფაქტი არ დაადასტურა, რეპორტაჟი მაინც მტკიცებით ფორმაში გავიდა, რაც, გიორგობიანის შეფასებით,  "ფეიკ ნიუსის" კლასიკური მაგალითი იყო.

"ასევე, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში უმძიმესი ბრალდება მოვისმინეთ, - თითქოს პოლიცია და კონკრეტული პოლიციელები პროსტიტუციაში ჩაბმულ მოქალაქეებს მფარველობენ. ამ შემთხვევაშიც, ანონსშივე, მტკიცებით ფორმაში გავიდა ეს ინფორმაცია, ხოლო შემდგომ გადავამოწმეთ ინფორმაცია და ვუთხარით, რომ მათ მიერ დასახელებული პირები არ იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. მაინც გააგრძელეს სიცრუის ტირაჟირება. აგრეთვე, რეპორტაჟში შინაგან საქმეთა მინისტრის კომენტარის ინტერპრეტირება მოახდინეს, - თითქოსდა პოლიციის მანქანას რაიმე კავშირი ჰქონდა მათ მიერ მომზადებულ რეპორტაჟთან.

დეზინფორმაციის გავრცელების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია შიდა ქართლის პოლიციის ახლად დანიშნული უფროსის მიმართ ერთდროულად რამდენიმე არხის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია. აქაც, მიუხედავად იმისა, რომ ილია კვაღინიძემ თავად გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში არასდროს უმუშავია, მთელი დღის განმავლობაში მედია კვლავ განაგრძობდა ცრუ ინფორმაციისა და ფოტოსურათების ტირაჟირებას,- იმ ფოტოების, რომელთაგან მხოლოდ ერთ ფოტოზე ჩანდა ჩემი კოლეგა“ ,- აღნიშნა გიორგობიანმა.

 

მისივე თქმით, მედიასა თუ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციაზე უწყება მყისიერად რეაგირებს და, თუ რომელიმე ფაქტი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მისი  სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება ხდება.

https://postv.media/news/5460/nino-giorgobiani-policiis-diskreditaciis-miznit-cru-informaciis-gavrceleba-shss-ze-rogorc-sakhelmtsifo-institutze-mizanmimartuli-tavdaskhmaa-

 

საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გელა კვაშილავა აცხადებს, რომ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის ტელეკომპანია „პირველს“ სასამართლოში უჩივლებს

„ტელეკომპანია „პირველმა“ ჩემთან დაკავშირებით გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, შეილახა ჩემი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. პირველ რიგში, ვითხოვ ბოდიშის მოხდას ტელეკომპანია „პირველისაგან“. ასევე, ვაპირებ სამართლებრივად დავიცვა ჩემი თავი და მივმართავ სასამართლოს ტელეკომპანია „პირველის“ მხრიდან ჩემი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის მორალური ზიანის დაკისრების თაობაზე, – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის ათეულის მეთაურმა, გელა კვაშილავამ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

„მე ვარ გელა კვაშილავა, პოლიციის მაიორი, ფოთის საქალაქო საპატრულოს თანამშრომელი, ათეულის მეთაური. დაახლოებით 10 წელზე მეტია, ვმუშაობ პოლიციაში და ღირსეულად ვასრულებ ჩემს სამსახურებრივ მოვალეობას.

მინდა, თქვენი ყურადღება გავამახვილო და გამოვეხმაურო, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 30 იანვარს გასულ სიუჟეტს, სადაც დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, მტკიცებით ფორმაში იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ მე, გელა კვაშილავა ფოთის ქუჩებში გადავაადგილდებოდი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით და გადამქონდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.

ამასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ეს არის სიცრუე, არანაირი კავშირი ნარკოტიკულ საშუალებებთან არ მქონია არასდროს, არც „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა მყავს და არც მითხოვია ვინმესგან მსგავსი ტიპის ავტომანქანა.

სანამ სიუჟეტი გავიდოდა ეთერში, მე დამიკავშირდა ტელეკომპანიის წარმომადგენელი, რომელსაც ვესაუბრე და განვუმარტე, რომ ამ თემასთან დაკავშირებით არანაირი კავშირი არ მქონია, ასევე, ყველა კითხვაზე გავეცი პასუხი ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც გაშუქდა ჩემი ფოტოსურათი ეთერში და ცრუ ინფორმაცია, თითქოს მე ნარკოტიკული საშუალების გადატანით ვარ დაკავებული.

მე, გელა კვაშილავას მყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, ასაკოვანი ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მშობლები. ამ სიუჟეტის შემდეგ მათი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, შეილახა ჩემი პატივი და ღირსება, საქმიანი რეპუტაცია. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში ვითხოვ ბოდიშის მოხდას ტელეკომპანია „პირველისაგან“.

ასევე, ვაპირებ სამართლებრივად დავიცვა ჩემი თავი და მივმართავ სასამართლოს ტელეკომპანია „პირველის“ მხრიდან ჩემი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის მორალური ზიანის დაკისრების თაობაზე“, – განაცხადა გელა კვაშილავამ.

https://1tv.ge/news/sapatrulo-policiis-tanamshromeli-gela-kvashilava-ackhadebs-rom-pativis-ghirsebisa-da-saqmiani-reputaciis-shelakhvistvis-telekompania-pirvels-sasamartloshi-uchivlebs/

პოლიცია ნარკოტიკების ტრაფიკით არის დაკავებული 

შსს-ს კი ის აწუხებს, ინფორმაციამ გარეთ არ გაჟონოს

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/322078632530486/