ჯანდაცვა „მთავარის“ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას პასუხობს

„მთავარი არხი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ სასუნთქი აპარატების ნაცვლად, ხვრინვის აპარატები შეიძინა.

აღნიშნულ დეზინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია პასუხობს. გაბუნიას თქმით, სიცრუეა, თითქოს ეს აპარატები covid-19-ის მართვისთვის გამოუსადეგარია და ასევე უარჰყოფს,  რომ ქართველმა ექიმებმა აპარატის გამოყენება არ იციან.

ჯანდაცვამ სასუნთქი აპარატების ნაცვლად, ხვრინვის აპარატები იყიდა - ბრძოლა კოვიდთან

კორონავირუსთან ბრძოლას ქართული ოცნების ხელისუფლება ხვრინვის საწინააღმდეგო აპარატებით აპირებს. 

სამედიცინო ტექნიკა რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში კოვიდ მიმღებ კლინიკებს გადაეცემათ, სწორედ ძილის აპნოესთვისაა განკუთვნილი. 

აპარატი არა ჟანგბადის, არამედ ოთახში არსებული ჰაერის ნაკადის წნევით მიწოდებას უზრონველჰყოფს ფილტვებში.

ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე კლინიკამ ტექნიკის მიღებაზე უარი თქვა, ისინი კი ვინც ყოველდღიურად უკვე იყენებენ, აღიარებენ რომ აპარატი მძიმე პაციენტებისთვის არ გამოდგება. 

ცნობილი რეანიმატოლოგი, ვახტანგ კალოიანი არ აპირებს პაციენტებს ამ მოწყობილობებით უმკურნალოს და ერთის მხრივ ვირუსის გავრცელების კერა შექმნას კლინიკაში, მეორეს მხრივ კი პაციენტების მდგომარეობაც დაამძიმოს. 

ექიმების მეორე ნაწილი მიიჩნევს რომ პაციენტების გარკვეულ კატეგორიას აპარატი შესაძლოა მართლაც დაეხმაროს, თუმცა იქვე მაღალ რისკებზე ამახვილებენ ყურადღებას. 

ერთი შეხედვით უწყინარი აპარატი, რომელსაც აპნოეს სამკურნალოდ სახლშიც კი იყენებენ, კოვიდ 19-ის შემთხვევაში შესაძლოა ტრაგიკულად დასრულდეს.  

ჯანდაცვის ექსპერტების ნაწილი კი პირდაპირ ამბობს რომ ჯანდაცვის სამინისტრომ მორიგი გაუაზრებელი შესყიდვით ამჯერად ფულთან ერთად იმ ადამიანების სიცოცხლეც გაფლანგა, ვინც ახლა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში სიკვდილს ებრძვის. 

თამარ გაბუნია "მთავარი არხის" მორიგ დეზინფორმაციას პასუხობს: "ძალიან უხერხულია ასეთ თემებზე აქცენტების გაკეთება"

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია  „მთავარი არხის“ ეთერში გასულ მორიგ დეზინფორმაციას გამოეხმაურა, - საუბარია სუნთქვის აპარატებზე, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის უწყებამ თერაპიულ განყოფილებებში მოთავსებული, covid-19-ის მქონე პაციენტების სამკურნალოდ შეიძინა.

გაბუნიას განცხადებით, სიცრუეა, თითქოს ეს აპარატები covid-19-ის მართვისთვის გამოუსადეგარია. ის, ასევე,  ტყუილს უწოდებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით,  რომ ქართველმა ექიმებმა აპარატის გამოყენება არ იციან.

„ძალიან ცუდია, მედიაში ასეთი დეზინფორმაცია რომ ვრცელდება. ჯანდაცვის სამინისტრომ ეპიდემიის პირველივე ეტაპზე შეიძინა სუნთქვის მაღალტექნოლოგიური აპარატები, რომლის ღირებულებაც, დაახლოებით, 25-დან 27 ათას დოლარამდეა. ეს არის მულტფუფუნქციური სუნთქვის აპარატი, რომელიც პაციენტს ინტუბაციის შემთხვევაში სჭირდება. ხშირად ხდებოდა ამ აპარატების დამხმარე საშუალებებად გამოყენება.

აპარატი, რომელიც ჩვენ შევიძინეთ, გახლავთ აღიარებული ამერიკის წამლისა და საკვების სააგენტოს მიერ. ჩვენს ქვეყანაში ამ ტიპის აპარატურის სერტიფიცირება, ჯერჯერობით, არ ხდება, ამიტომ ჩვენ ვეყრდნობით საერთაშორისო გამოცდილებას.

ის მოდელი, რომელიც ჩვენ შევიძინეთ 500 ცალის ოდენობით და რომლის ღირებულება არის, დაახლოებით, 700-დან 800 დოლარამდე, შევიძინეთ იმისათვის, რომ თერაპიულ განყოფილებებშიც პაციენტებს ჰქონოდათ ჟანგბადის წნევით მიწოდების შესაძლებლობა და, რა თქმა უნდა, ქართველი ექიმები ძალიან კარგად იცნობენ ამ აპარატების გამოყენების ინსტრუქციას. ამასთან დაკავშირებით ცოტა უხერხულია კომენტარების გაკეთება მავანისგან, - თითქოს ქართველი ექიმები ვერ მიხვდებიან, როგორ უნდა გამოიყენონ აპარატი და ამან შესაძლოა გამოიწვიოს ფილტვის ქსოვილის დაზიანება. ვფიქრობ, ასევე ძალიან უხერუხლია ასეთ თემებზე აქცენტების გაკეთება.

 

სახელმწიფომ ასევე შეიძინა 50 მაღალი სიხშირით წნევის მიწოდების აპარატი - ე.წ. ჰაიფლოუ და 300 ცალი გერმანული წარმოების კომბინირებული აპარატი, რომელიც გადანაწილდა კლინიკებში. ამჟამად მიმდინარეობს პერსონალის დეტალური ინსტრუქტაჟი, თუ რა შემთხევვაში, როდის და რომელი კატეგორიის პაციენტებში უნდა იქნას გამოყენებული ეს აპარატურა. ასევე, ველოდებით ძალიან მაღალი სპეციფიკაციის სასუნთქ აპარატებს“ , - განმარტა გაბუნიამ.