ავღანეთში აფეთქების შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა

 „რუსთავი 2“ -ის ინფორმაციით თვითმკვლელი ტერორისტი  ავღანეთში ღაზნის პროვინციაში  სამხედრო ბაზაზე დანაღმული მანქანით შევარდა და თავი აიფეთქა.

„მთავარი არხი“ კი “Reuters” -ზე დაყრდნობით იუწყება, რომ  ღაზნში ავტომობილების აფეთქება მოხდა.

30 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა ავღანეთში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად

ავღანეთში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად30 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა.

გარდაცვლილებს შორის არიან როგორც სამხედროები, ისე მშვიდობიანი მოქალაქეები.

შემთხვევა ღაზნის პროვინციაში მოხდა, თვითმკვლელი ტერორისტი დანაღმული მანქანით სამხედრო ბაზაზე შევარდა და თავი აიფეთქა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია.

30 გარდაცვლილი და 24 დაშავებული სამხედრო - ავღანეთში ავტომობილები ააფეთქეს

ავტომობილების აფეთქებას ავღანეთის პროვინცია ღაზნში 30-მდე ჯარისკაცი ემსხვერპლა. ღაზნის საავადმყოფოს დირექტორის ცნობით, მის საავამყოფოში გადაყვანილი 30 გარდაცვლილი და 24 დაშავებულიდან ყველა დაცვის სამსახურის წევრია. ინფორმაციას Reuters ავრცელებს

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, თარიქ არიანმა, ავტომობილების დაბომბვის ფაქტი დაადასტურა, თუმცა შესაძლო მიზანსა და მიზეზზე ინფორმაცია არ გაუცია. 

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.