სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. 28 სექტემბერს აზერბაიჯანმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ორივე მხარეს არიან დაღუპულები და დაჭრილები. არსებული კონფლიქტის მიმართ მაღალი ინტერესია საქართველოშიც. გთავაზობთ ორი განსხვავებული მედეასაშუალების ImediNews - ისა და MtavariTv-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტის შესახებ.  

სომხეთი და აზერბაიჯანი ყარაბაღში ასობით სამხედროს გარდაცვალების შესახებ იტყობინებიან

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 27 სექტემბერს საბრძოლო მოქმედებების შედეგად სომხეთის 550 სამხედრო დაიღუპა და დაიჭრა. ამის შესახებ Deutshce Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ბაქოში ასევე აღნიშნავენ, რომ აზერბაიჯანულმა ჯარმა 22 სომხური ტანკი და სხვა მძიმე ჯავშანტექნიკა, 18 უპილოტო საფრენი აპარატი და 3 საწყობი გაანადგურა.

სომხურმა მხარემ მონაცემები დაღუპულების შესახებ უარყო. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლების ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად სომხურმა მხარემ 31 ადამიანი დაკარგა. თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ წარმომადგენელმა არწრუნ ოვანისიანმა განაცხადა, რომ ბაქომ 27 სექტემბერს 200-მდე სამხედრო დაკარგა. ამასთან განადგურდა 30 ტანკი და 20 უპილოტო საფრენი აპარატი. მანამდე კი ბაქოში 5 დაღუპულის და 19 დაჭრილის შესახებ განაცხადეს.

დილით საბრძოლო მოქმედებები განახლდა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.

აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

დაშავდა და დაიღუპა 550-ზე მეტი სომეხი ჯარისკაცი - აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღის სადავო ტერიტორიის გამო კონფლიქტი გრძელდება. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრიმა ადგილობრივ სააგენტოსთან ისაუბრა მოწინააღმდეგეების დანაკარგზე. მისი თქმით, განადგურდა 22 სომხური ტანკი, 15 სარაკეტო იარაღი, 8 საარტილერიო დანაყოფი. ამასთან, დაიღუპა და დაშავდა 550-ზე მეტი ადამიანი. 

რადგანაც მოწინააღმდეგეების მხარე ძალიან ბევრი დაშავდა, სამხედრო და სამოქალაქო ჰოსპიტალში ადგილების ნაკლებობაა; იწურება სისხლის ბანკის მარაგიც. როგორც ყოველთვის, სომხური მხარე საზოგადოებას უმალავს საკუთარ დანაკარგს, - ამბობს აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი. 

შეგახსენებთ, ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება მთიან ყარაბაღში 2020 წლის  27 სექტემბერს განახლდა. ორივე ქვეყანამ სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.

მალევე, საგარეო საქმთა სამინისტრო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, ყარაბაღში სამხედრო კონფლიქტს გამოეხმაურა და კონლფიქტის დეესკალაციისთვის მზადყოფნა გამოთქვა. თურქეთმა კი სრული მხარდაჭერა გამოუცხადა აზერბაიჯანს. 

ცნობისთვის, წელს ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ყარაბაღის სადავო ტერიტორიაზე აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმენთს დაუპირისპირდნენ. შეტაკებებს ივლისში 16 ადამიანი ემსხვერპლა - მათ შორის იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეები და სამხედრო მაღალჩინოსნები. 

ყარაბაღის კონფლიქტის გარდა, გასული წლების ყველაზე მასშტაბური დაპირისპირება ორ ქვეყანას შორის 2016 წელს მოხდა, რომელიც 4 დღეს გრძელდებოდა და რასაც რამდენიმე ათეული ადამიანი ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და აზერბაჯანს შორის კონფლიქტი მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო, როდესაც ეთნიკურად სომხებით დასახლებული ტერიტორია იოსებ სტალინმა საბჭოთა აზერბაიჯანში ავტონომიურ ოლქად გადააკეთა. ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს განახლდა და დღემდე მიმდინარეობს.